Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კია საქართველო
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
კორეული საავტომობილო კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში "კია საქართველო" ეძებს გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო დრო - ორშაბათი-პარასკევი: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
ყოველი მეორე შაბათი: 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე

მისამართი - ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #84
ვებ-საიტი - https://www.kia.com/ge/

ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, შოურუმში წარმოდგენილ მოდელებზე, ავტომობილის ფუნქციების ახსნა და ეფექტური პრეზენტაცია; ასევე არსებული საბანკო და საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** ბრენდის პროდუქტებით დაინტერესებული პირებისთვის რელევანტური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის სატელეფონო ზარებისა და ციფრულ მედიაში დაფიქსირებული ინტერესის საფუძველზე
** მომხმარებელთა მონაცემების ასახვა CRM სისტემაში
** როგორც საცალო, ასევე კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და მათთან ინდივიდუალური მუშაობა
** გამოცხადებული შესყიდვების მუდმივი მონიტორინგი და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება
** როგორც საცალო, ასევე კორპორატიული მომხმარებლების სპეციალური შეკვეთების მიღება და დამუშავება
** პრაის-ლისტების შედგენა და მუდმივი განახლება
** გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
** რეგულარული რეპორტინგი გაყიდვებზე, მომხმარებელთა ინტერესებსა და კონკურენტების ანალიზზე კომერციულ დირექტორთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და მართვა; მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან
** ავტომობილის გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი)
** საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეების გაცნობა და ტექნოლოგიების სიღრმისეული ცოდნა; მოდელების ფუნქციების შესწავლა და პრეზენტაცია
** სამუშაო ანგარიშების რეგულარული მიწოდება მენეჯმენტისთვის

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია საავტომობილო ბრენდში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია კომერციული მიმართულებით საავტომობილო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** Microsoft Office-ის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები
** დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი
** მოტივირებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინტერესი საავტომობილო სფეროს მიმართ და ზოგადი ცოდნა ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების შესახებ

თუ გსურთ გაყიდვების სფეროში გამოცდილების შეძენა და დაინტერესებული ხართ საავტომობილო სფეროთი, შემოგვიერთდით. კომპანია გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Kia.ge

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 01.05.2026 წ.

"კია საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

"კია საქართველო"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "კია საქართველოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე