Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712126&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: იბისი თბილისი სტადიუმი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ("Ibis Tbilisi Stadium"), არის საერთაშორისო ბრენდის, "აკორ ჰოტელსის" (Accor Hotels) წევრი კომპანია. "აკორ ჰოტელსი" თავის მხრივ წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას მოგზაურობისა და დასვენების
ორგანიზების სფეროში, რომელიც წლის ნებისმიერ დროს სთავაზობს სტუმრებს 5000-ზე მეტ საუკეთესო კურორტზე დასვენების შესაძლებლობას.

სასტუმრო "იბის თბილისი სტადიუმ" ეძებს ტალანტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მზარეულის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: 05:00-14:00, კვირაში 2 დღე დასვენება
გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და განვითარების შესაძლებლობას, დილის ტრანსპორტირებას.
ანაზღაურება: 1000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, დაფასოება
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება
** კერძების მომზადება კალკულაციების დაცვით
** სამუშაო მაგიდის, დანადგარებისა და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია ქართულ-ევროპულ სამზარეულოში
** სასურველია პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით
** მენიუებისა და კალკულაციების შედგენის გამოცდილება
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელფოსტაზე: Salome.dumbadze@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია