Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712111&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ჰოლდინგური კომპანია
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
მრავალპროფილური ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელიც ოპერირებს კვების ობიექტებისა და ქონების მართვის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 - 19:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგში შემავალი კომპანიების სრული ბუღალტრული აღრიცხვის მართვა
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და კონტროლი
** საგადასახადო ვალდებულებების სწორად და დროულად შესრულება
** ფულადი ნაკადების და ხარჯების ანალიზი
** ბუღალტრებისა და ასისტენტების სამუშაოს კოორდინაცია
** მენეჯმენტისთვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდება

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების / ბუღალტერიის მიმართულებით
** პროგრამა Fina-ში მუშაობის სავალდებულო გამოცდილება
** კვების ობიექტში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება
** საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის კარგი ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობა და ანალიტიკური უნარები
** გუნდური მუშაობის და პროცესების მართვის გამოცდილება

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციურ, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: accakvirkvelia@gmail.com

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მთავარი ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია