Робота для біженців з України
ფინანსური კონტროლიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური კონტროლიორი
მომწოდებელი: ელმონტაჟი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
კომპანია "ელმონტაჟი" აცხადებს ვაკანსიას Chief Financial Controller პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური პოლიტიკისა და პროცედურის შემუშავება;
** კომპანიის წლიური და პროექტული ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა;
** პროექტების ფინანსური და ეფექტიანობის კონტროლი (Cost Control, Process, Fraud Control);
** ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობა და შემავალი მონაცემების სისწორის კონტროლი;
** ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** ხარვეზების საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება და მენეჯმენტისთვის მიწოდება;
** პროექტების შესრულების ფინანსური ანალიზი და პროგნოზირება;
** ტენდერების ფინანსური შეფასება და კომერციული მხარდაჭერა;
** ფინანსური კონტროლის სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება;
** ფინანსური პროცესების სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია (ERP ან სხვა სისტემების გამოყენებით);
** ფინანსური გუნდის მართვაში მონაწილეობა;
** ჯგუფის მენეჯმენტისთვის რეგულარული რეპორტინგი და რეკომენდაციების გაცემა;
** სტრატეგიული გადაწყვეტილებების მხარდაჭერა ფინანსური ანალიტიკის საფუძველზე;
** პრობლემების სისტემური ანალიზი და გადაჭრის ინიციატივების შემუშავება.

გამოცდილება:

** სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ მართვაში;
** სასურველია გამოცდილება სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ სექტორში.

ცოდნა:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან შესაბამის სფეროში;
** IFRS-ის ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია ERP სისტემების გამოცდილება);
** ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო ან მაღალი დონე).

უნარები და პიროვნული თვისებები:

** სტრატეგიული აზროვნება;
** ფინანსური მოდელირების და ანალიტიკის ძლიერი უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტაცია;
** ლიდერული უნარები;
** ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე Hr@elmontage.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია "ელმონტაჟი"-მა დაამუშაოს თქვენი მონაცემები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე