|
დასახელება:
ინჟინერი - წყალმომარაგება, წყალარინება და სახანძრო სისტემები
|
| მომწოდებელი:
ბაუმერი
|
|
გამოქვეყნდა: 02 აპრილი
/ ბოლო ვადა: 02 მაისი
|
კომპანია "Baumer" - "ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:
** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.
"ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიცია პოზიციაზე, წყალმომარაგება, წყალარინება და სახანძრო სისტემების მიმართულებით
მოვალეობა/პასუხისმგებლობა:
** ადგილობრივი რეგულაციების, სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის NFPA 13, NFPA 20) ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება
** წყალმომარაგების, წყალარინებისა და სახანძრო სისტემების დამოუკიდებლად პროექტირება და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება
** პროექტებზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება
** ობიექტზე ვიზიტი, არსებული მდგომარეობის შეფასება და საშემსრულებლო (as-built) ნახაზების მომზადება - საჭიროების შემთხვევაში
** პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიური კოორდინაცია შიდა გუნდთან (ინჟინრები, დრაფტერები) და გარე მხარეებთან
** ტექნიკური დოკუმენტაციის (ნახაზები, სპეციფიკაციები, ანგარიშები) მომზადება და განახლება
** პროექტის ვადებისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამის საინჟინრო მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** წყალმომარაგებისა და ავტომატური ხანძარქრობის სისტემების საბაზისო ცოდნა
** ჰიდრავლიკური ანგარიშების შესრულების საბაზისო უნარი (მათ შორის წნევის დანაკარგების გამოთვლა)
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, MagiCAD, Revit, Microsoft Excel
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ/სამუშაო დონეზე
უნარები:
** პასუხისმგებლობისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ცვალებად და დატვირთულ გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სწავლის მაღალი მოტივაცია
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|