Робота для біженців з України
სლოტ ოპერატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სლოტ ოპერატორი
მომწოდებელი: კაზინო ივერია ბათუმი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
ბათუმში კაზინო "ივერია" ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და ყურადღებიან კანდიდატებს სლოტ ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სლოტ აპარატების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** სტუმრებისთვის სლოტების ფუნქციონალის ახსნა და დახმარება
** მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურის ინფორმირება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** პრიორიტეტად ჩაითვლება სლოტ ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია თურქული და/ან რუსული ენის ცოდნა (ინგლისური) საშუალო დონეზე
** კარგი კომუნიკაციური და პრეზენტაციის უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ:

** სტაბილური დასაქმება პრესტიჟულ კომპანიაში
** პროფესიული ტრენინგები და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
** მიმზიდველი ანაზღაურება + ბონუს სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე: hrbatumi@casinoiveria.com

დაგვიკავშირდით: 557502040 ან 557999292; ან მობრძანდით მისამართზე: ქ. ბათუმი ნინოშვილის 1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე