Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=712011&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: ავერსი-რაციონალი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
შპს "ავერსი-რაციონალი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** მოამზადოს და გააფორმოს ხელშეკრულებები;
** განახორციელოს საჯარო დაწესებულებებთან ურთიერთობა;
** უზრუნველყოს საკანონმდებლო სიახლეების მოძიება, სამართლებრივი კონსულტაცია;
** განახორციელოს ნოტარიუსებთან, მთარგმნელობით ბიუროებთან ურთიერთობა და ა.შ.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურისტი);
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy.rational@aversi.ge, ან წარმოადგინეთ ქვემოთ მითითებული საბუთები მისამართზე: შპს "ავერსი-რაციონალი" ქ. თბილისი, ლილო, დ. კობახიძის ქ. № 33. (ყოფილი ჭირნახულის ქ. №14) 10 სთ-დან 17 სთ-მდე და შეავსეთ "ანკეტა" ადგილზე.

აუცილებელი დოკუმენტაცია:

1. პირადობის მოწმობის ასლი
2. დიპლომის ასლი
3. ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
4. სერტიფიკატ (ებ)ის ასლ (ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ საბონუსე სისტემას;
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას;
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობას.

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სრული სამუშაო განაკვეთი: 09:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე;
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე.

სახელფასო ბიუჯეტი განისაზღვრება კადრის კვალიფიცირების მიხედვით + გეგმის შესრულებისას დამატებით გაიცემა ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV აღნიშნულ ბმულზე: https://aversi.bo.ge/recruit/form/68f7f0f109023a425ee6d8d8a16c1b3d

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30/04/2026 წ.

შენიშვნა:
** წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
** CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
** ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
** კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
** კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია