Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711987&print=yes&view=jobs
 
მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ლემონსი
გამოქვეყნდა: 02 აპრილი / ბოლო ვადა: 02 მაისი
"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები. გაეცანი ვებგვერდს http://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია "lemons" აცხადებს ვაკანსიას მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიის მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
** მომხმარებლებისგან შემოსული მოთხოვნების ან/და საჩივრების დამუშავება და ეფექტური უკუკავშირი;
** საჩივრებსა და პრობლემურ შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება და კომპანიის სტრატეგიის/გაიდლაინის მიხედვით მომსახურება;
** მომხმარებლების ფინანსური დავალიანებების კონტროლი გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად;
** არსებული მომხმარებლების კმაყოფილების კვლევების ჩატარება და პასუხების შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა;
** მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა კომპანიის სხვა რგოლებთან (მათ შორის ადმინისტრაციის, გაყიდვების და ა.შ. მიმართულებებით);
** კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება, საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით;
** მომხმარებლებისთვის საჭირო დოკუმენტების (ნახაზების) მიწოდება და უკუკავშირის მიღება;
** მომხმარებელთა ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეტაპობრივად ცვლილებების შეტანა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება სხვადასხვა დეპარტამენტებში;
** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** მინიმალური მათემატიკური ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება

პიროვნული უნარ-ჩვევები

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@lemons.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

"Lemons" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც კომპანია ამუშავებს თქვენს შესახებ.

** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: hr@lemons.ge.
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა

"Lemons" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია