Робота для біженців з України
კონფერენცია მეცნიერებისთვის და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონფერენცია მეცნიერებისთვის და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კონფერენცია მეცნიერებისთვის და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის

იმპერიები, იმპერიალიზმი, კოლონიალიზმი და პოსტიმპერიული ურთიერთობები, ლინგვისტური იმპერიალიზმი, პროპაგანდა და მედია

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი"

კონფერენცია ფინანსდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ "საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე: პოლიტიკა, საზოგადოება, დრო, ინტეგრაციის ნარატივები" (საგრანტო ხელშეკრულება NFR-22-272) ფუნდამენტური საგრანტო პროექტის ფარგლებში

სახელმწიფოებრივი ფორმირება, სივრცესა და დროში ტრანსფორმაცია, ისტორიული განგრძობითობა დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე: ეს არის ეკონომიკური რესურსების კონცენტრაცია და შემდგომ ოპტიმალური გამოყენება, ტერიტორიული ერთიანობა და ცენტრალიზაცია, საზღვაო და სახმელეთო სამხედრო ძალების ქმედითუნარიანობა, პოლიტიკური კურსის და კულტურული იდენტობის ფორმირება. ეს ასპექტები განაპირობებს მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების ფორმების შერჩევას - ექსპანსია და გავლენის დამყარება, ან მეზო- ბელი ქვეყნის მიერ წინააღმდეგობის გაწევა - ბრძოლა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. მ. დოილის განსაზღვრებით: "იმპერია არის ურთიერთობის ფორმა, ეს შეიძლება იყოს ფორმალური და არაფორმალური, რომელშიც ერთი პოლიტიკური საზოგადოება ეფექტურად აკონტროლებს მეორე პოლიტიკური საზოგადოების პოლიტიკურ სუვერენიტეტს. იმპერიალიზმი არის ის პროცესი რა დროსაც ეს კონტროლი ხორციელდება, ფორმირებულია და შენარჩუნებულია."

თანამედროვე სამყაროში "იმპერიები" ჩაანაცვლა ტერმინმა გლობალური სახელმწიფოები, ხოლო იმპერიალიზმის მანიფესტაციები გახდა უფრო მრავალფეროვანი, ეფექტური, ელასტიური, ეკონომიკაზე და ტექნოლოგიებზე დამოკიდებული.

კონფერენცია მიზნად ისახავს წარსულის და თანამედროვე იმპერიების შესწავლას, გააზრებასა და ანალიზს.

ძირითადი თემატური მიმართულებები:

** ლინგვისტური იმპერიალიზმი
** ეკონომიკური და კულტურული იმპერიალიზმი
** ნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი
** პოსტიმპერიული ალიანსები
** იმპერიული ტრანსფორმაციები და გავლენის სფეროების გადანაწილება
** პროპაგანდა და მედია, როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტები

მონაწილეობის პირობები

** კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
** აბსტრაქტების მიღება მიმდინარეობს 2026 წლის 30 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით.

ჩატარების ადგილი და თარიღი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრი, განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა, 2026 წლის 30 სექტემბერი.

საკონტაქტო ინფორმაცია

ეკა ავალიანი - eavaliani@ibsu.edu.ge
თამთა ცხოვრებაძე - ttskhovrebadze@ibsu.edu.ge
თეა კბილცეცხლაშვილი - tea@ibsu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საორგანიზაციო ჯგუფს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე