|
დასახელება:
ფოტოგრაფი
|
| მომწოდებელი:
ალმა
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 29 აპრილი
|
"ალმა" წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანიას გარე რეკლამის მიმართულებით 30-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ წლების განმავლობაში უცვლელია ჩვენი ყველაზე დიდი ინსპირაცია - მომხმარებელი და მისი კმაყოფილება.
ჩვენი მისიაა, საქართველოში განვავითაროთ გარე რეკლამის სფერო, დავნერგოთ ახალი და ინოვაციური პროდუქტები.
ვაკანსია: ფოტოგრაფი
"ALMA" ეძებს კრეატიულ და დაკვირვებულ ფოტოგრაფს, რომელიც ჩაერთვება კამპანიების გადაღებებში და დააფიქსირებს ქალაქს, ადამიანებსა და რეალურ ისტორიებს.
თუ გიყვარს ურბანული გარემო, დეტალებზე დაკვირვება და შეგიძლია ამბის გადმოცემა კადრით - ეს პოზიცია შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
** ფოტოკონტენტის/ვიდეოკონტენტის შექმნა ALMA-ს სხვადასხვა სარეკლამო არხებისთვის
** ურბანული გარემოს, ადამიანებისა და ყოველდღიური სცენების გადაღება
** ქალაქში განთავსებული კონტენტის დოკუმენტირება (reporting ფოტოები/ვიდეოები)
** ვიზუალური მასალის შერჩევა და დამუშავება
** გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა
ვეძებთ ადამიანს, რომელიც:
** ხედავს ისტორიებს ყოველდღიურ დეტალებში
** აქვს კარგი ვიზუალური გრძნობა და კადრის აღქმა
** არის აქტიური და პასუხისმგებლიანი
** შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა
** უყვარს ქალაქი და მისი რიტმი
გამოცდილების მოთხოვნა:
** ფოტოგრაფიის პრაქტიკული გამოცდილება
** Adobe Lightroom / Photoshop-ის საბაზისო ცოდნა
** ტექნიკის ფლობა (კამერა)
** პორტფოლიო (სავალდებულო)
** დრონით გადაღების გამოცდილება (სავალდებულო)
პლუსად ჩაითვლება:
** ურბანული / street ფოტოგრაფიის გამოცდილება
** ვიდეოს გადაღებისა და მარტივი მონტაჟის უნარი
"ალმა" გთავაზობს:
** მუშაობას საინტერესო და მრავალფეროვან გარემოში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** გარემოს, სადაც შეგიძლია შენი ხედვით შექმნა ღირებული ვიზუალური კონტენტი
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული, შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით (სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@alma.ge. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 29 აპრილი.
|
|
|
|