|
დასახელება:
სტამბის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ქორუგატორი
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელი კომპანია "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას სტამბის დამხმარის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00-18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 2000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტამბის დანადგარებზე (ბეჭდვა, ჭრა, ჭედვა, ლამინაცია და სხვ.) მუშაობისას ოპერატორის დახმარება;
** მუყაოს მასალის მომზადება ბეჭდვისა და დამუშავებისთვის;
** ბეჭდვის პროცესის მონიტორინგში მონაწილეობა (ფერის, სწორად განლაგების კონტროლი);
** მზა პროდუქციის შეგროვება, დათვლა და დახარისხება;
** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** ნარჩენების მართვა და წარმოების წესების დაცვა;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
** საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში;
** სულ მცირე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
უნარები და პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდური მუშაობის უნარი;
** გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|