|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 21 აპრილი
|
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას ავერსის სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, PR-ის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** სოციალური მედია მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური მედიის პლატფორმებისა და თანამედროვე ტენდენციების სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა მინ B1 დონეზე;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე მუშაობის უნარი;
** სასურველია Google Analytics, Search Console და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
** გუნდის მართვისა და კოორდინაციის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი და პროაქტიული მიდგომა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok, YouTube, LinkedIn) მართვა და კოორდინაცია;
** კომპანიის სოციალური მედია არსების ერთიანი ვიზუალური სტილისა და ბრენდის იდენტობის დაცვა და კონტროლი;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია (Meta Ads Manager, Google Ads), რეპორტინგისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** სოციალური მედიის აქტივობების ბიუჯეტირების დაგეგმვა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** მომხმარებელთა კომუნიკაციის პროცესის კოორდინაცია, ოპერატორების მუშაობის კონტროლი და მხარდაჭერა;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების, ასევე ანალიტიკის მომზადება (მათ შორის Semrush-ის გამოყენებით);
** სამუშაო პროცესების ორგანიზება და მონიტორინგი (Trello), შეხვედრების დაგეგმვა;
** DistroKid პლატფორმის მართვა და სოც.მედია აქტივობების (მათ შორის გათამაშებების) კოორდინაცია;
** კონტენტ კრეატორთან თანამშრომლობა კონტენტის დაგეგმვასა და შესრულების მონიტორინგში.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557 577442
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 21.04.2026 წელი.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/fBWzIfRZqp
|
|
|
|