|
დასახელება:
გაყიდვების ტექნიკური ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ONÉTRADE
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
კომპანია "ONÉTRADE" ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2024 წლიდან და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც სპეციალიზება განათების, ავეჯის, ინტერიერისა და ექსტერიერის მასალების მიწოდებაში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 37მ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 (კვირაში ორი დღე დისტანციურად, სამი დღე ოფისიდან)
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ხელფასი: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად
პოზიციის მიზანი:
გაყიდვების ტექნიკური ასისტენტი უზრუნველყოფს პროექტებისთვის შესაბამისი ტექნიკური პროდუქციის შერჩევას, კომერციული დოკუმენტაციის მომზადებას და შიდა გუნდებს შორის ეფექტურ კოორდინაციას, რაც ხელს უწყობს პროექტების შეუფერხებელ და ხარისხიან შესრულებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკური შერჩევა და შესაბამისობის უზრუნველყოფა
პროექტის მოთხოვნების შესაბამისად განათების სისტემების, სოკეტების, ჩამრთველებისა და სხვა ელექტრო აქსესუარების შერჩევა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ ელექტრო სტანდარტებთან და მონტაჟის მოთხოვნებთან.
** ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი და მხარდაჭერა
არქიტექტურული, ელექტრო და განათების ნახაზების ანალიზი, სპეციფიკაციების ინტერპრეტაცია და საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების ეტაპებზე.
** კომერციული დოკუმენტაციის მომზადება და მართვა
დამტკიცებულ ტექნიკურ მონაცემებზე დაყრდნობით კომერციული შეთავაზებების, ფასთა ფორმებისა და ოფერების მომზადება, ასევე დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ტექნიკური და ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი.
** შიდა კოორდინაცია და კომუნიკაცია
მჭიდრო თანამშრომლობა გაყიდვების, შესყიდვების და სხვა შიდა გუნდებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწორი ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება, პროდუქციის ხელმისაწვდომობის კონტროლი და მიწოდების ვადების გათვალისწინება.
** პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
შეთავაზებების, ცვლილებებისა და დამტკიცებების სტრუქტურირებული აღრიცხვა და პროექტის დოკუმენტაციის მოწესრიგებული მართვა პროექტის სრული ციკლის განმავლობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** ტექნიკურ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია განათების ან ელექტრო აქსესუარების მიმართულებით)
** განათების სისტემებისა და ელექტრო კომპონენტების საფუძვლიანი ცოდნა
** ელექტრო სტანდარტებისა და მონტაჟის პრაქტიკის გაგება
** ტექნიკური ნახაზებისა და სპეციფიკაციების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის უნარი
** კომერციული და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება
უპირატესობად ჩაითვლება
** დიდი მასშტაბის საცხოვრებელ, კომერციულ ან ჰოსპიტალითი პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი უნარები:
** საერთაშორისო განათებისა და ელექტრო ბრენდების ცოდნა
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
კომპანია გთავაზობთ:
** პროფესიონალურ და გამოცდილ გუნდთან მუშაობას
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** პროფესიულ ტრენინგებს
** საერთაშორისო გამოფენებსა და საწარმოებში ვიზიტებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე hello@onetrade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურში.
|
|
|
|