Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711852&print=yes&view=jobs
 
ჰაუსქიფინგის სპეციალისტი - კოჯორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰაუსქიფინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
ველნეს კურორტი "ბიოლი", რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას ჰაუსქიფინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კოტეჯების, რესტორნის და ლაუნჯების შემოსასვლელის, ვესტიბულის, გასახდელების, საზოგადოებრივი და სამუშაო არეალის, ოფისების, დერეფნების, ოთახების, საზოგადოებრივი ტუალეტების, კიბის უჯრედების დასუფთავება;
** ფანჯრების და შუშის ზედაპირების, ვენტილაციის, ჭერის, განათებების, აბაჟურების, ბრების სათანადო დასუფთავება;
** რბილი და ტყავის ზედაპირების სათანადო მოვლა და გაწმენდა;
** იატაკის მოვლა და გაწმენდა;
** სველი წერტილის სათანადო დასუფთავება;
** დარბაზის ატრიბუტების წესრიგში მოყვანა, გამოცვლა, შევსება ან განახლება;
** საკეტების, ვენტილაციის სისტემის სწორად მოხმარება;
** საწმენდი მოწყობილობა-დანადგარებისა და ხელსაწყო-იარაღების ძირითადი სახეობები, მათი სათანადო მოხმარებისა და მოვლის წესების (მტვერსასრუტი, იატაკის საპრიალებელი, მარმარილოს და ქვის იატაკის საწმენდი, ფარდების და რბილი იატაკის საწმენდი, მშრალი წმენდის მანქანები და მოწყობილობები); ცოდნა და სწორად მოხმარება;
** ნაგვის გატანა, ნაგვის დახარისხება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@bioli.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ჰაუსქიფინგის სპეციალისტი.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "მედგრუპ ჯორჯია"-ს (ს/კ: 205206873) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია