Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711851&print=yes&view=jobs
 
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: რესტორანი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
რესტორანი ეძებს პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ მოლარეს, რომელიც უზრუნველყოფს გადახდის პროცესების სწორ და ეფექტურ განხორციელებას, სტუმრებთან პროფესიონალურ კომუნიკაციას და ფინანსური ოპერაციების სიზუსტეს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
კვება: უზრუნველყოფილია
სამუშაო განაკვეთი: სრული (ცვლების გრაფიკით)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისგან ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება
** სალაროს აპარატთან და POS სისტემასთან მუშაობა
** ანგარიშსწორების პროცესის სწორად და სწრაფად განხორციელება
** დღის განმავლობაში სალაროს ოპერაციების სწორად აღრიცხვა
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროში არსებული თანხის დათვლა და ანგარიშგება
** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია
** რესტორნის შიდა წესებისა და ფინანსური პროცედურების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაბელურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სალარო პროგრამებთან/სისტემებთან მუშაობის გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას
** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge

საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:

კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია