Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711848&print=yes&view=jobs
 
მიმღების ადმინისტრატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გალილეო ფიტნესი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
"გალილეო ფიტნეს კლუბი" ეძებს ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ მიმღების ადმინისტრატორს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის სახე და მნიშვნელოვანი ნაწილი!

სამუშაო ადგილი: ქუთაისი, სადგურის მოედანი №5

რა გევალება?

** სტუმრებისა და კლუბის წევრების მიღება, დახვედრა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა
** აბონემენტებთან და სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცემა
** ვიზიტორების რეგისტრაცია და მონაცემების სწორად მართვა
** სალაროსთან მუშაობა და ყოველდღიური ანგარიშგება
** კლუბის შიდა წესრიგის კონტროლი
** გუნდთან კოორდინაცია მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად

რას ველოდებით შენგან?

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები და თავაზიანი დამოკიდებულება
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ფიტნესისადმი ინტერესი და პოზიტიური ენერგია

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ფიქსირებული ანაზღაურება
** მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
** თანამედროვე ფიტნეს სივრცეში ვარჯიშის შესაძლებლობა

დამატებითი ინფორმაცია:

თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე 15 აპრილის ჩათვლით მითითებულ ელ. მისამართზე: jobs@galileo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია