|
დასახელება:
საწყობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
ველნეს კურორტი "ბიოლი", რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა და დოკუმენტაციასთან გადამოწმება (ტიპი, რაოდენობა და მდგომარეობა);
** პროდუქციის განთავსება შესაბამის ადგილას საწყობის სქემის მიხედვით;
** პრობლემური ან დაზიანებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** საწყობიდან გასული პროდუქციის პროგრამულად ასახვა;
** შეკვეთების აგროვება შეკვეთის დოკუმენტის მიხედვით;
** პროდუქციის სწორად შეგროვება და გაგზავნისთვის მომზადება;
** მანქანებში ჩატვირთვა ან დისტრიბუტორისთვის გადაცემა;
** მონაწილეობა მარაგების რეგულარულ გადამოწმებასა და ინვენტარიზაციაში;
** აღრიცხვის სისტემაში ზუსტი მონაცემების შეყვანა;
** სასაწყობე სივრცის ოპტიმიზაცია;
** სამუშაო ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად;
** შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრად დაცვა საწყობის ნებისმიერ ოპერაციაში;
** ტექნიკისა და ხელსაწყოების გაფრთხილება და მოვლა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პუნქტუალური;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: jobs@bioli.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობის სპეციალისტი.
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "მედგრუპ ჯორჯია"-ს (ს/კ: 205206873) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ.
|
|
|
|