|
დასახელება:
საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9
განაკვეთი: სრული
მოვალეობები:
** დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება
** შემოსული დოკუმენტების ადრესატისთვის გადაცემა, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმება, დროული განხილვა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა
** გასული დოკუმენტების სათანადო წესით დამუშავება და გაგზავნა
** შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის, აკადემიური საბჭოების ოქმების, მემორანდუმებისა და რექტორის ბრძანებების აღრიცხვა
** დოკუმენტების ასლების დაინტერესებულ პირებზე დადგენილი წესით გაცემა
** საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის სრული და სწორი ასახვა
** უნივერსიტეტის სტუდენტთა რეესტრში არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სისწორის უზრუნველყოფა (სტუდენტის სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამა, პირადი მონაცემები)
** კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მომზადება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდების მიზნით
** არქივისთვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირება და გაფორმება
** დოკუმენტაციის დაარქივებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები:
** მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ინგლისური ენა (მინიმუმ B1)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 30 აპრილის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@seu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|