Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711821&print=yes&view=jobs
 
პრაქტიკული კურსის ინსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრაქტიკული კურსის ინსტრუქტორი
მომწოდებელი: ავტოსკოლა სტარტი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
ავტოსკოლა "სტარტი" გლდანის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას პრაქტიკული კურსის ინსტრუქტორის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დისციპლინირებულ და მოთმინებით სავსე ინსტრუქტორს, რომელსაც შეუძლია დამწყებებთან მუშაობა და მათთვის კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა.

მოვალეობები:

** მოსწავლეების პრაქტიკული სწავლება სასწავლო მოედანზე
** ავტოსკოლა უზრუნველყოფს გამოცდილების არმქონე კანდიდატის გადამზადებას

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა)
** პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** თავაზიანი და პატივისცემით სავსე კომუნიკაცია
** აკრძალულია ყვირილი და ზეწოლა მოსწავლეებზე
** გამორიცხულია დაგვიანება, გაკვეთილების გაუქმება და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება
** სავალდებულოა დისციპლინის მკაცრად დაცვა და შეთანხმებული გრაფიკის შესრულება
** მიუღებელია კონფლიქტური და უხეში კომუნიკაცია მოსწავლეებთან
** სამსახურში გამოცხადება უნდა იყოს მოწესრიგებული და ჰიგიენური სტანდარტების დაცვით
** აუცილებელია სამუშაოსადმი სერიოზული და პასუხისმგებლობიანი მიდგომა

დამატებითი მოთხოვნა:

** ვიხილავთ მხოლოდ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს

სამუშაო გრაფიკი:

** სრულ ან ნახევარ განაკვეთზე
** სტუდენტებზე მოხდება ხელშეწყობა

ანაზღაურება:

** გამომუშავებით
** მოედანზე ჩატარებული გაკვეთილი - 10 ლ
** ქალაქში ჩატარებული გაკვეთილი - 15 ლ
** (გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ)

დამატებითი ინფორმაცია:

დაგვიკავშირდით 14:00-დან 21:00 საათამდე

ტელ: 577 77 39 67

ვაკანსია განკუთვნილია მხოლოდ სერიოზული და მოტივირებული კანდიდატებისთვის.

გთხოვთ, დაგვიკავშირდნენ მხოლოდ ის პირები, ვინც სრულად აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და მზად არიან იმუშაონ ავტოსკოლის სტანდარტების დაცვით.

გთხოვთ, გამოეხმაურონ მხოლოდ შესაბამისი კანდიდატები, რათა დავზოგოთ ერთმანეთის დრო.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია