Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711807&print=yes&view=jobs
 
ბუღალტრის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: კრაფტ ფუდი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
Craft Food ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

Craft Food ჰოლდინგი 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტებსა და სარესტორნო ქსელს.

სამუშაო პირობები:

სამუშაო დრო: კვირაში 5 ს/ დღე, 10:00-19:00.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: 1800-2000 NET
დაქვემდებარება: მთავარი ბუღალტერი.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება (სალარო, ბანკი, შესყიდვები);
** შესყიდვების დოკუმენტაციის, ზედნადებების, ხელშეკრულებების, ინვოისების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა და დაარქივება;
** გაყიდულ საქონელზე და შიდა გადაადგილებაზე ზედნადების გაწერა;
** სალაროების კონტროლი;
** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** კომუნიკაცია მოლარეებთან და მენეჯერებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (BALANCE);
** MS Excel -ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 30 აპრილი.

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge

"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბუღალტრის დამხმარე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია