|
დასახელება:
უფროსი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
კრაფტ ფუდი
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
Craft Food ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე ქ.თბილისში.
Craft Food ჰოლდინგი 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს სწრაფი კვების ობიექტებსა და სარესტორნო ქსელს.
სამუშაო პირობები:
სამუშაო დრო: კვირაში 5 ს/დღე, 10:00-19:00.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: 3000-4000 (NET).
დაქვემდებარება: მთავარი ბუღალტერი.
ძირითადი მოვალეობები:
** ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
** თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
** რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ვადებში; ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე მიმართულებაში;
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
** სასურველია სარესტორნო ან სწრაფი კვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
** BALANCE-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 30 აპრილი.
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge
"subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "უფროსი ბუღალტერი".
|
|
|
|