Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711799&print=yes&view=jobs
 
შესყიდვის, უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვის, უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: კავკასიის ეკოსისტემა
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.

შპს კავკასიის ეკოსისტემა (ძირითადი დამსაქმებელი) - http://www.cesystem.ge
შპს სამომხმარებლო მომსახურება: http://www.orkin.ge
ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - http://www.invserv.ge

შესყიდვის, უზრუნველყოფის და ლოჯისტიკის სპეციალისტი

ანაზღაურების პერსპექტივა და სხვა დეტალები:

** გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება/პირობები: რეზიუმეს, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტითა და დაზღვევის პროგრამით.
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N71.

გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა

აღწერილობა/პასუხისმგებლობები:

** მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ზეპირი და წერილობითი ურთიერთობა;
** მარაგებისა მართვა;
** სატრანსპორტო, ლოჯისტიკური საკითხების წარმართვა; იმპორტისა და ლოგისტიკის წარმართვა;
** საოფისე და საველე საკითხების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლების/პროდუქტების შერჩევა, პირობების მოლაპარაკება, თვითღირებულებების კონტროლი;
** მომწოდებლებთან სადისტრიბუციო პირობების მოლაპარაკება;
** პროდუქტების ტექნიკური სპეციფიკაციების დადარება/ანალიზი;
** ადმინისტრაციული საქმის წარმოება
** ხარჯებსა და გასავლებზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაზიარება ბუღალტერიასთან;
** გაყიდვების მხარდაჭერა;
** პირველადი და მკაცრი აღრიცხვის საბუთების მოგროვება და კონტროლი;
** სხვა ზოგად-ადმინისტრაციული საკითხების წარმართვა;
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მოვლა-პატრონობა;
** იმპორტისა და განბაჟების კონტროლი;
** მონაცემების, კატეგორიებისა და რაოდენობების ექსელში ანალიზი და კონტროლი;
** ნიშური და სპეციფიკური პროდუქტების ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის დონეზე გამოკვლევა, გამოძიება, ანალიზი და შედარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რელევანტური უმაღლესი განათლება;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** MS Office - ის პროგრამების: Word, Excel, PowerPoint, Outlook -ის სათანადო ცოდნა;
** სასურველია მინიმალური (დამწყები) გამოცდილება რელევანტურ სფეროში ინგლისური ენის ცოდნა იმ დონეზე, რომ შეძლოს ზეპირი და წერილობითი კორესპონდენცია, B1/B2 დონეზე

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურებრივად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
** კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდა უნდოდეს რომ მოისმინოს, გაუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში
** მუდმივად ეცადოს დეტალების გამოძიება და სიზუსტის დაცვა. არ დაიზაროს დეტალების გადამოწმება და აუცილებელ რუტინასთან გამკლავება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია