Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711797&print=yes&view=jobs
 
გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთ. სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და მომხმარებელთან ურთ. სპეციალისტი
მომწოდებელი: კავკასიის ეკოსისტემა
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
გეპატიჟებით ჩვენი საინვესტიციო ჰოლდინგის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში სამუშაოდ.

შპს კავკასიის ეკოსისტემა - http://www.cesystem.ge (ძირითადი დამსაქმებელი) http://www.orkin.ge
ჰოლდინგი კომპანია: შპს საინვესტიციო მომსახურების ჯგუფი - http://www.invserv.ge

პირობები და სხვა დეტალები:

** გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება/პირობები: რეზიუმეს, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით
** ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს კორპორატიული ნომრით, ინტერნეტის პაკეტით და დაზღვევის პროგრამით
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N71.

გლობალურ ბრენდებთან და საუკეთესო ადგილობრივ კომპანიებთან გამოცდილ ინვესტორებთან და მენეჯმენტთან მუშაობის შესაძლებლობა

აღწერილობა და პასუხისმგებლობები:

** პოტენციურ მყიდველებთან ზარები, შეთავაზების გაგზავნა და შემდეგი მოკითხვა შეხსენება მეილის და ზეპირი კომუნიკაციით
** გაყიდული საქონლის ადგილზე მიტანის კოორდინირება/დაგეგმვა, გადამოწმება;
** გაყიდული პროდუქციისათვის ინვოისების მომზადება და დამკვეთთან გადაგზავნა;
** პროსპექტინგი (პოტენციური მყიდველების ბაზაზე მუშაობა)
** გაყიდვების, შეთავაზებების ფაილის წარმოება (Sales Pipeline დღიურის წარმოება).
** შემოსული მომართვების/ზარების/რეფერალების დამუშავება და მათზე რეაგირება;
** დებიტორებთან ურთიერთობა საჭიროების შესაბამისად;
** სასაქონლო-სარეალიზაციო მარაგების ბაზის კონტროლი;
** გაყიდვების სტატისტიკური ანალიზი;
** წელიწადში ორჯერ წლის პროგნოზის მომზადება და შემდეგ მისი კონტროლი;
** პროდუქტის კატალოგზე, აღწერილობაზე და განფასებაზე მუშაობა;
** შემოსავლის ბაზაზე ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაზიარება ბუღალტერიასთან;
** არსებულ რეგულარულ მყიდველებთან ურთიერთობა;
** ადმინისტრაციული საქმის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, სხვა) სათანადო ცოდნა
** სასურველია მინიმალური (დამწყები) გამოცდილება რელევანტურ სფეროში
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე

პიროვნული და ხასიათობრივი მახასიათებლები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კვალიფიკაცია!

** ინტერესი და ცნობისმოყვარეობა აუცილებელია;
** პედანტი უნდა იყოს, ყურადღებიანი და ორგანიზებული საბუთებთან, ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
** უნდა შეეძლოს კოლეგებთან კოლექტიური მუშაობა, გაუმკლავდეს ძალაუნებურებრივად წარმოშობილ კონფლიქტებს და იყოს ორგანიზაციის და ბრენდის გულშემატკივარი;
** უნდა აკონტროლოს საკუთარი დღის წესრიგი და დისციპლინით მოექცეს მიმდინარე ამოცანებს;
** კანდიდატი სასურველია, იმედითა, ინტერესით და ენთუზიაზმით უდგებოდეს სამსახურს, უნდა აინტერესებდეს მომსახურების სფერო და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი სიკეთის/დოვლათის შექმნის ცხოვრების სტილი
** კანდიდატს უნდა გააჩნდეს თვით-მოტივაციის უნარი, პასუხისმგებლობის შეგრძნება და დროის განრიგის შეგრძნება
** საჭიროა რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, უნდა უნდოდეს რომ მოისმინოს, გაუმჯობესოს და ისწავლოს დღითი დღე.
** კანდიდატს უნდა შეეძლოს სამართლიანი შენიშვნის მიღება, სამართლიანი საყვედურის მოსმენა და შემდეგ ნამუშევრის გაუმჯობესება შენიშვნის თუ საყვედურის შესაბამისად;
** აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს სურვილი და ამბიცია, რომ არ მოცდეს სამუშაო დროის განმავლობაში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მისამართზე: mariam.zakaidze@orkin.ge (გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია