|
დასახელება:
რისკების, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის დეპარტ. დირექტორი
|
| მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
ვაკანტური პოზიცია: რისკების, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის დეპარტამენტის დირექტორი
პოზიციის მიზანი:
კომპანიის ეფექტიანობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა ღირებულების შექმნის პროცესში ჩართული ძირითადი ბიზნეს პროცესების აუდიტის, რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციისა და რეაგირების მიდგომების/სისტემის შემუშავებით.
პოზიცია უზრუნველყოფს უსაფრთხოების მართვას, დანაკარგების კონტროლს, პროდუქციის ხარისხის მართვას და კომპანიის საქმიანობის შიდა და გარე მარეგულირებელ სტანდარტებთან შესაბამისობას.
სტრუქტურა:
რისკების, უსაფრთხოებისა და შესაბამისობის დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია კომპანიის გენერალურ დირექტორთან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დეპარტამენტის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა კომპანიის სტრატეგიასთან შესაბამისობაში;
** დეპარტამენტში შემავალი სამსახურების ეფექტიანი მართვა და კოორდინაცია;
** კომპანიის მდგრადი განვითარებისა და რისკების მინიმიზაციის მიზნით ორგანიზაციული რისკების მართვის (ERM) ჩარჩოს შემუშავება.
** კონტროლის პოლიტიკებისა და მექანიზმების ჩამოყალიბება და დანერგვა რისკების პრევენციის უზრუნველსაყოფად;
** რისკების მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემის უზრუნველყოფა;
** შიდა კონტროლის ერთიანი ჩარჩოსა და მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბება ბიზნეს პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით;
** რეგულარული მონიტორინგის სისტემის დანერგვა, მათ შორის კონტროლის ინდიკატორებისა და შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა;
** კომპანიის მასშტაბით შესაბამისობის მართვის ერთიანი ჩარჩოს შემუშავება და რეგულატორულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** შესაბამისობის აუდიტის და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება და მისი ეფექტიანობის კონტროლი;
** რეგულატორული მოთხოვნების (HACCP, სურსათის უვნებლობა, შრომის უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და სხვა) შესრულების სისტემური უზრუნველყოფა და ზედამხედველობა;
** კომპანიის მასშტაბით შიდა უსაფრთხოების მართვის ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრა და მისი ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების სისტემების ჩამოყალიბება და მათი აღსრულების ზედამხედველობა კომპანიის ყველა ობიექტზე (მაღაზიები, ლოგისტიკური ცენტრები, სათავო ოფისი);
** დანაკარგების, ქურდობის, ფროდის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენციის სისტემური მიდგომების განსაზღვრა და მათი ეფექტიანობის კონტროლი;
** უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირების, ინციდენტების მართვისა და რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება და მისი ეფექტიანობის კონტროლი;
** უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მისი შესრულების ზედამხედველობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამოცდილება:
** აუცილებელია რისკების, აუდიტის, უსაფრთხოების ან/და შესაბამისობის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კომპანიის მასშტაბით ERM (Enterprise Risk Management) სისტემის დანერგვისა და მართვის გამოცდილება;
** სასურველია უსაფრთხოების სისტემების დანერგვის, დანაკარგების, ქურდობის, ფროდის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სხვა არაკეთილსინდისიერი ქცევის პრევენციის სისტემური მართვის გამოცდილება;
** სასურველია საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება.
განათლება:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან სამართლის მიმართულებით);
** პროფესიული სერტიფიკატების (CIA, CRMA, ISO, Risk Management ან სხვ.) ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
ცოდნა, უნარები და კომპეტენციები:
** რისკების მართვის, შიდა აუდიტისა და შესაბამისობის მიმართულებით მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებისა და რეგულაციების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ლიდერობა და გუნდის მართვა;
** შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება;
** გადაწყვეტილების მიღება;
** სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნება;
** დაგეგმვა და ორგანიზება;
** შედეგებზე ორიენტირება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/5BdLadu
|
|
|
|