Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711788&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: კარგონი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 20 აპრილი
"Cargon" არის სწრაფად მზარდი საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებს და ქმნის ეფექტურ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს ბიზნესისთვის. ჩვენი ძლიერი პარტნიორული ქსელი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა გვაძლევს საშუალებას, უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის სერვისი და მუდმივი განვითარება რეგიონში.

Cargon ეძებს უმცროს ბუღალტერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და ხელს შეუწყობს ფინანსური პროცესების ეფექტურ მართვას.

https://cargon.com/ka/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;
** პირველადი დოკუმენტების რეგისტრაცია საბუღალტრო პროგრამაში;
** საოპერაციო ხარჯების კლასიფიკაცია და დამუშავება;
** დებიტორ-კრედიტორის კონტროლი;
** რს-ზე ფაქტურების ატვირთვა-მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვის, ან მონათესავე დისციპლინების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საბუღალტრო პროგრამა პროგრამა 1C (ბალანსი) მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cargon.com

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20 აპრილი

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია