Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711754&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: მედფარმა პლუსი
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 01 მაისი
შპს "მედფარმა პლუსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის 76/ო.დგებუაძის 1.
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე).

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის პროდუქტებზე მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, შემუშავება და განხორციელება;
** ბაზრის კვლევა და ანალიზი (პროდუქტებზე მოთხოვნა, დეფიციტები და მისი მიზეზები, კონკურენტული პროდუქტების ფასები, გაყიდვები და მარკეტინგული აქტივობები, ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება);
** არსებული გაყიდვების მონაცემების შეფასება და პროგნოზირება;
** პროდუქტების მართვა (პორტფელი, ფასების პოლიტიკა, მარკეტინგული მასალები, გუნდის სწავლება);
** მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება (კონცეფციის შემუშავება; სარეკლამო კამპანიები; მარკეტინგული აქტივობები; სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები; ექიმებთან, კლინიკებთან, აფთიაქებთან მუშაობა; სოც-მედია მარკეტინგი; რეგულაციების დაცვა);
** პროდუქტების გაყიდვების შექმნა, მხარდაჭერა და შედეგების ანალიზი;
** ბიუჯეტის შედგენა და მართვა (ხარჯთ-ეფექტური კამპანიები, ხარჯების დაგეგმვა და კონტროლი);
** მოსალოდნელი რისკების იდენტიფიცირება და მართვა;
** კამპანიების ეფექტურობის შეფასება და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონე;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
** პროცესების ორგანიზების უნარი;
** კრეატიულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი (სასურველია).

დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: medpharma_plus@yahoo.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია