|
დასახელება:
ფინანსური კონტროლიორი/ოპერაციული ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ჰაბმშენი
|
|
გამოქვეყნდა: 01 აპრილი
/ ბოლო ვადა: 01 მაისი
|
"ჰაბმშენი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორი/ოპერაციული ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.
კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com/
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 1800-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
პოზიციის მიზანი
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის მიმდინარე პროექტების ფინანსური საკითხების მართვაში.
ძირითადი მოვალეობები
** ციფრების და პროცესების ეფექტური მართვა
** ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი აღრიცხვა
** პროექტის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანალიზის წარმოდგენა
** პროექტის საბოლოო მომგებიანობის განსაზღვრა
** კვირის ფინანსური გეგმის შედგენა და განხორციელების კონტროლი
დამატებითი პასუხისმგებლობები
** ხელმძღვანელის ინსტრუქციით დამკვეთებთან წერილობითი კომუნიკაცია (email)
** არსებული კონტრაქტების შაბლონების ტექნიკური კორექტირება
** კვირის გეგმების და ამოცანების აღრიცხვა
** შესყიდვების პროცესში მონაწილეობა (ინფორმაციის შეგროვება და შეთავაზებების შედარება)
მოთხოვნები
** Excel ან Google Sheets-ის საშუალო დონეზე ცოდნა
** ყურადღება დეტალების მიმართ
** პასუხისმგებლობა და სისტემურობა
** უნარი იმუშაოს ყოველდღიურ რუტინულ პროცესებში
უპირატესობა მიენიჭება
** ფინანსურ ან ადმინისტრაციულ სფეროში გამოცდილებას
** სამშენებლო ან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: hubmsheni@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|