Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711739&print=yes&view=jobs
 
ტენდერი სოც. მედია მომსახურების გაწევის თაობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი სოც. მედია მომსახურების გაწევის თაობაზე
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 01 აპრილი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
თანდართული ფაილი: 711739_Aversi_Pharma___Tender___Social_Media_Services_3589855.zip
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ტენდერს სოც. მედია მომსახურების გაწევის თაობაზე

** შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა მოცემულია დანართ №1-ში;
** ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართ №2-ში;
** აფიდავიტი დანართი №3-ში;

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც მომსახურების ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული ან/და ეს თანხა აღემატება 5000 ლარს, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, მყიდველთან შეთანხმებული ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** ღირებულება დანართი №1-ის შესაბამისად;
** შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების პირობები;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ელფოსტა;
** ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
** სამუშაოს ღირებულება დანართი №1-ის შესაბამისად;
** ხელმოწერილი აფიდავიტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე განცხადებას დანართი #3-ის სახით.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** სამუშაოების შესრულების ხარისხი;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანგარიშსწორების პირობა

გამარჯვებულ პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა:

** საბანკო რეკვიზიტები დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით;
** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (სატენდერო წინადადების წარმოდგენის მომენტისათვის ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

პრეტენდენტთა საყურადღებოდ!

ტენდერი ტარდება 1 კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს პრეტენდენტთა შორის ელექტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკურენტული/საბოლოო სატენდერო წინადადებები (მათ შორის საბოლოო ფასები).

პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად www.etenders.ge-ს საშუალებით.

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 14 აპრილი http://www.etenders.ge-ს საშუალებით. გამარჯვებულ პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა ეცნობება დამატებით.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის და ინფორმაციის დაზუსტებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: ლალი ბრეგვაძე - მობ. 577 760386, ნუკა კურტანიძე - მობ. 577 161100; მაია კოჩაძე - მობ. 577 951085.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

ეწვიეთ ბმულს
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია