|
დასახელება:
ლაბორატორიის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ასისტენტის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების (მედიცინის, ბიოლოგიის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის მიმართულებები) კურსდამთავრებულები და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, პროფესია - ექთანი/მედდა, ლაბორატორიის მედდა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
ძირითადი ფუნქციები:
** საანალიზო მასალის მიღება, მომართვის ფორმასთან შედარება, შესაბამისი ბარკოდით მარკირება;
** საანალიზო მასალის კვლევის შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმზე შენახვა;
** კონტრაქტორ ლაბორატორიებთან ურთიერთობა: საანალიზო მასალის და მომართვის ფორმების გაგზავნა და მათგან მიღებული პასუხების პროგრამაში ატვირთვა;
** კვლევის შედეგების გადაგზავნა პაციენტებთან და კონტრაქტორ ლაბორატორიებთან;
** შიდა პროტოკოლების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 30.04.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|