|
დასახელება:
პრომო აგენტი
|
| მომწოდებელი:
სვერის სათავგადასავლო ბანაკი
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"სვერის სათავგადასავლო ბანაკი" აცხადებს ვაკანსიას პრომო აგენტის პოზიციაზე
ფუნქცია მოვალეობები:
** თბილისის ტურისტულ ზონაში ვიზიტორებისთვის ვია ფერატას ტურის შეთავაზება;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის ტურის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** კომუნიკაციის დამყარება და ტურ-პაკეტის გაყიდვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1-B2 დონეზე;
პიროვნული თვისებები:
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი (12:00-20:00 საათი, 1 საათიანი შესვენება);
** ანაზღაურება: 50 ლარი (ხელზე ასაღები) დღეში + დღიური ბონუსი;
** სამუშაო ადგილი: კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩა, თბილისი;
** კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო ინვენტარს (პლანშეტი და სხვა საჭირო საშუალებები).
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე ani@campingeorgia.ge
ჩვენს შესახებ ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://campingeorgia.ge/
|
|
|
|