"კაუკასუს აუტო", 21-წლიანი გამოცდილებითა და მილიონამდე იმპორტირებული ავტომობილით, 700-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ლოგისტიკის, გაყიდვების, მომხმარებლებზე ზრუნვის, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ბიზნესის განვითარების პროფესიონალების მუშაობის შედეგად, დღეს "კაუკასუს აუტო" საერთაშორისო ლოჯისტიკური ინდუსტრიის ლიდერია. ვგეგმავთ ინოვაციურ პროექტებს, ვნერგავთ მრავალფეროვან და საინტერესო შესაძლებლობებს და ახალი მიზნებით მივიწევთ წინ. ოფისი 9 ქვეყანაში გვაქვს (საქართველო, უკრაინა, ემირატები, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, აზერბაიჯანი, პოლონეთი) და საერთაშორისო ზრდას აქტიურად განვაგრძობთ.
მისი ისტორია 2004 წელს თბილისში დაიწყო და დღეს მოიცავს მილიონამდე იმპორტირებულ ავტომობილს, ათასობით წარმატების ისტორიას და 700-ზე მეტ პროფესიონალს. კომპანიის ზრდა და განვითარება შესაძლებელი გახდა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალური თანამშრომლობით, რის შედეგადაც დღეს კომპანია ლოგისტიკის სფეროში მსოფლიო დონის ლიდერია.
"კაუკასუს აუტოში", ლოგისტიკის დეპარტამენტში, საზღვაო დოკუმენტაციისა და ბილინგის უმცროს სპეციალისტს ვეძებთ, რომლის მოვალეობებშიც შევა:
საზღვაო დოკუმენტაციის კონტროლი:
** მოთხოვნა/მიღება;
** დეტალური შემოწმება;
** საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირება;
** სწორი დოკუმენტაციის დადასტურება;
** კონტეინერების ტრანსპორტირების თარიღების შემოწმება;
** სისტემაში ინფორმაციის განახლება შესაბამის საზღვაო ხაზების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** Microsoft Office-ში მუშაობის გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სამუშაო ლოკაცია: ვაკე, აბაშიძის 38
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა! - https://caucasusauto.selfrecruit.ge/s/FwSKY
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, კარგი სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით!
|