Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ივ როშე
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ივ როშე" მსოფლიოში აღიარებული ფრანგული ბრენდია, რომელიც უკვე ათწლეულებია მცენარეული კოსმეტიკის მეშვეობით ზრუნავს სილამაზესა და ბუნებაზე. ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება, ამიტომ ვეძებთ პოზიტიურ და მოტივირებულ ადამიანებს, ვისთვისაც სილამაზის სფერო მნიშვნელოვანია.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი "Yves Rocher Georgia - ივ როშე" აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალებში

სამუშაო პირობები:

** სამუშაო პოზიცია: მოლარე-კონსულტანტი
** სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, ცვლებში
** ანაზღაურება: ფიქსირებული + მოქნილი საბონუსე სისტემა
** სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება
** გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა და ზრდის ხელშეწყობა
** სწორი და უშეცდომო სალარო ოპერაციების წარმოება
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მომსახურების სრული სპექტრის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლება
** უცხო ენების ცოდნა
** გაყიდვების პრინციპებისა და მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა
** ნაღდი ფულის შენახვა-გაცემისა და ანგარიშსწორების ფორმების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალობა
** მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@floreal.com.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ: "თბილისი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე