Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711668&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: კაფეტერია Canteen_Area
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.

"კავკასიის უნივერსიტეტი" დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 74 ქვეყნის 365 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

"კავკასიის უნივერსიტეტი" შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა ეკონომიკის და განათლების სკოლებისგან.

"კავკასიის უნივერსიტეტის" კაფეტერია "Canteen_Area" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** კერძების მომზადება და განლაგება მენიუს სპეციფიკის მიხედვით.
** პროდუქტის ხარისხის და ვადების კონტროლი, სწორად შენახვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დამუშავება და რაციონალური გამოყენება;
** ინგრედიენტების სიჯანსაღისა და სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ობიექტის მენეჯერთან ერთად სტანდარტული, სეზონური ან სპეციალური მენიუს შედგენაში მონაწილეობის მიღება და საკვების მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
** რეცეპტურის შედგენა და დაცვა კერძების მომზადების დროს;
** შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფა;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა, სანიტარული და სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე.

მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დისციპლინურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 საათამდე. შაბათი 09:00-დან 16:00 საათამდე;
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** უფასო კვება
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (პერიოდი ანაზღაურებადია).

დაინტერესებულმა პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 551 75 19 19 ან სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irinanikoleishvili@cu.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 14 აპრილის ჩათვლით

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია