Робота для біженців з України
HR პროცესების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR პროცესების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია "შპს კლინტექ" აცხადებს ვაკანსიას HR პროცესების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

HR პროცესების წესრიგისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა Trello-სა და SelfHR-ის მეშვეობით.

ძირითადი მოვალეობები:

** ვაკანსიების განთავსება შესაბამის პლატფორმებზე (jobs.ge, სოციალური ქსელები და სხვა)
** ვაკანსიებისა და კანდიდატების მართვა Trello-ში
** თანამშრომლების ბაზასთან მუშაობა SelfHR-ში
** სტატუსების, ვადებისა და ამოცანების შესრულების კონტროლი
** ყველა პროცესის ფიქსაცია (ზეპირი შეთანხმებების გარეშე)

მნიშვნელოვანია:

პოზიცია არ მოიცავს თანამშრომლების დაქირავებასა და გათავისუფლებას — მხოლოდ სისტემის მართვა და კონტროლი.

მოთხოვნები:

** HR ან ადმინისტრაციული გამოცდილება
** Trello-ს ცოდნა სასურველია (არ არის სავალდებულო)
** სისტემური აზროვნება და კონტროლის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი - სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
** ხელფასი - 1800-2000 ლარი

გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr.zoma1@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "კლინტექ" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს " კლინტექმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს "კლინტექში" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე ქ. თბილისი, ავლიპ ზურაბაშვილის 5 ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე INFO@ZOMA.GE
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე