Робота для біженців з України
ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

არქეოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში:

** ორი ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) - არქეოლოგიის მიმართულებით;
** ერთი ასოცირებული პროფესორის ვაკანსია (აკადემიური ნიშნით) - ისტორიის მიმართულებით.

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მისი თანაავტორი;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
დ) საველე და წყალქვეშა არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობის გამოცდილება;
ე) თანამედროვე ტექნოლოგიებთან/გეოგრაფიულ ინფორმაციულ სისტემებთან მუშაობის
გამოცდილება (გლობალური პოზიცირების სისტემა, დიფერენციალური GPS, Side Scan Sonar,
Multi Beam Chirp Radar, Lidar, წყალქვეშა ფოტო-ვიდეო ფიქსაცია);
ვ) ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
ზ)ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს ისტორიის მიმართულებით სასწავლო კურსების წაკითხვის გამოცდილება;
ვ) საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება;
ზ) ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
თ) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება.

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://eu.edu.ge/akademiuri-konkursi-samartlis-humanitarul/);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
დ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ე) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ვ) შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
ზ) საველე და წყალქვეშა არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
თ) თანამედროვე ტექნოლოგიებთან/გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (გლობალური პოზიცირების სისტემა (GPS), დიფერენციალური GPS, Side Scan Sonar, Multi Beam Chirp Radar, Lidar, წყალქვეშა ფოტო-ვიდეო ფიქსაცია);
ი) საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს ისტორიის მიმართულებით სასწავლო კურსების წაკითხვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
კ) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 31 მარტიდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 1 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 13 მაისს;
** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 19 მაისს;
** კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2026 წლის 19 მაისს;
კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 20 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე