Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711600&print=yes&view=jobs
 
ფაკულტეტის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფაკულტეტის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ფაკულტეტის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** სამუშაო ადგილი: შპს "ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი", ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;
** ადგილების რაოდენობა: -1;
** თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით;

ფუნქცია მოვალეობები:

** ფაკულტეტის სპეციალისტის ძირითადი ამოცანაა სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მხარდაჭერაში აქტიური მონაწილეობა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ადმინისტრაციული მხარდაჭერა, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში ჩართულობა და ფაკულტეტის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფა.
** სტუდენტთა აკადემიური პროცესის ადმინისტრაციული უზრუნველყოფა (ჩარიცხვები, რეგისტრაციები, გამოცდების ორგანიზება, საბუთების მართვა);
** სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მართვა;
** აკადემიურ პერსონალთან და უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** ფაკულტეტის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
** სტუდენტებისთვის კონსულტაციების გაწევა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** ფაკულტეტის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე ადმინისტრაციულ პროცესებში მონაწილეობა.

მთავარი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მინიმუმ 1 წელი (სასურველია სასწავლო პროცესის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) თავისუფლად ფლობა;
** საქმიანი კომუნიკაციის და ოფიციალური წერილების მომზადების უნარი;
** ეფექტიანი ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საგანმანათლებლო კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა;
** ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ: CV (ქართულ ენაზე);

ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30.04.2026

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება, ტესტირება;
** შერჩევა;
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
** კონკურსის ყველა ეტაპის (მათ შორის გასაუბრების) წარმატებით გავლილი კანდიდატი დაინიშნება გამოსაცდელი ვადით 3 (სამი) თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@bnu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი;

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი, მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია