Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711599&print=yes&view=jobs
 
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** სამუშაო ადგილი: შპს "ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი", ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38

ვაკანტური პოზიციის რაოდენობა -1

თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით

პოზიციის აღწერა:

** სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პროფესიული განათლების პროგრამების სასწავლო პროცესის ეფექტიან დაგეგმვაზე, ადმინისტრირებასა და კოორდინაციაზე. პოზიცია მოიცავს როგორც სტრატეგიულ, ისე ოპერაციულ მართვას და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ხარისხიან და შეუფერხებელ განხორციელებას.

ძირითადი ფუნქციები:

** სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის საქმიანობის სრული კოორდინაცია და პერსონალის მართვა;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია;
** პროფესიულ სტუდენტთა მიღების, სტატუსის მართვისა და სასწავლო პროცესის ადმინისტრირების ზედამხედველობა;
** სასწავლო კალენდრების, განრიგებისა და სასწავლო პროცესის დოკუმენტაციის მართვა;
** შეფასების პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა;
** პროფესიულ სტუდენტთა მხარდაჭერისა და ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან და პრაქტიკის ობიექტებთან თანამშრომლობა;
** სასწავლო პროცესის შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასა და შიდა რეგულაციებთან.
** ანგარიშგების, მონაცემთა მართვისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება განათლების ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით (ბაკალავრი სავალდებულო; მაგისტრი სასურველი);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროფესიული განათლების სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე.

კომპიუტერული უნარები:

** MS Word - სავალდებულო;
** MS Excel - სავალდებულო;
** MS PowerPoint - სავალდებულო;
** (სასურველი) Outlook ან სხვა ადმინისტრაციული სისტემები;
** სასურველია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.

ენების ცოდნა:

** ქართული ენა - სავალდებულო;
** ინგლისური ენის B1 დონე - სავალდებულო.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** დროის მართვისა და პროცესების დაგეგმვის უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი დასაბუთების უნარი.

ცოდნა:

** საქართველოს შრომის კოდექსი;
** პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა;
** პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესები;

დამატებითი ინფორმაცია:

** დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
** CV (ქართულ ენაზე);
** ვაკანსიაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30.04.2026

კონკურსის ეტაპები:

** განცხადებების გადარჩევა;
** გასაუბრება და ტესტირება ინგლისურ ენაში;
** საბოლოო შერჩევა;
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;
** კონკურსის ყველა ეტაპის (მათ შორის გასაუბრების) წარმატებით გავლილი კანდიდატი დაინიშნება გამოსაცდელი ვადით 3 (სამი) თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@bnu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი, მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია