Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ქარმოლი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"Carmall" არის კომპანია, რომელიც აქტიურად ახორციელებს ავტომობილების იმპორტს ამერიკიდან და საქართველოში ქმნის ახალ, კომფორტულ სტანდარტს ავტომობილის შეძენის პროცესში.

გვჯერა, რომ თითოეულ თანამშრომელში იმალება დიდი პოტენციალი.

ჩვენ, როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, ხელს ვუწყობთ ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი საუკეთესო მხარე და აიმაღლონ საკუთარი სტანდარტები ყოველდღიურად.

ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
მდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი, N 4;

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ავტომობილების ტექნიკურ შეფასებაზე, რეალიზაციის პროცესის მხარდაჭერაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია ;
** ავტომობილების რეალიზაციის პროცესში ჩართულობა;
** ჩამოყვანილი ავტომობილების ტრასპორტირების პროცესის ორგანიზება ;
** ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება და შეფასება ;
** ავტომობილებზე ფასის განსაზღვრა (მდგომარეობის მიხედვით) ;
** ძრავასა და გადაცემათა კოლოფზე გარანტიის განსაზღვრა ;
** დაზიანებული ავტომობილების აღდგენის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი.
** ავტოპარკის მართვა (განთავსება, გადაადგილება, მოწესრიგება)
** ავტომობილების სარეალიზაციოდ მომზადება
** მონაცემების აღრიცხვა და შესაბამის ფაილებში ინფორმაციის შეყვანა

მოთხოვნები:

** ავტომობილების ტექნიკური ცოდნა (ძრავი, გადაცემათა კოლოფი და ა.შ.) (აუცილებელია);
** გამოცდილება ავტოინდუსტრიაში (სასურველია);
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციის უნარები;
** MS Excel / Google Sheets-ის საბაზისო ცოდნა
** მართვის მოწმობა (აუცილებელია).

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას
** მეგობრულ და ენერგიულ გუნდს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ: მისამართზე: hr@carmall.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება).

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30.04.2026
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე