Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711561&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Auroom Bakuriani Resort
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
Auroom Bakuriani Resort წარმოადგენს თანამედროვე ტიპის სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ბაკურიანში და აერთიანებს 47 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, აუზს, რესტორანსა და მრავალფეროვან გასართობ სივრცეებს, რაც უზრუნველყოფს სტუმრებისთვის კომფორტულ და სრულფასოვან დასვენებას.

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიდი დიღომი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუს სისტემა

პოზიციის აღწერა:

ვეძებთ გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს დატვირთვის გაზრდაზე, ახალი კლიენტების მოზიდვასა და გაყიდვების არხების განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** კორპორატიული, ტურისტული და ჯგუფური კლიენტების მოძიება
** ტურისტულ სააგენტოებთან და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია შეხვედრების ორგანიზება
** გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება
** სასტუმროს დატვირთვის ზრდაზე მუშაობა
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტების მონიტორინგი
** გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმრო/ტურიზმის სექტორში)
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი)
** მიზანზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას (დაკავშირებული გაყიდვებთან)
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მუშაობას სწრაფად განვითარებად და პერსპექტიულ სასტუმროში

განაცხადის მიღება:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: webvacancy@pmg.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია