|
დასახელება:
მე-5-6 კლასების მასწავლებლები
|
| მომწოდებელი:
შვეიცარიული სკოლა თბილისში
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 08 აპრილი
|
"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს პირველი მიღებისთვის. ვეძებთ მე-5-6 კლასების მასწავლებლის პოზიციაზე მოტივირებულ და კვალიფიციურ პროფესიონალებს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენ გუნდს. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30
1. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
2. ბუნებისმეტყველების მასწავლებელი
3. მათემატიკის მასწავლებელი
4. ჩვენი საქართველო - გეოგრაფი ან ისტორიკოსი
პოზიციისათვის აუცილებელი მოთხოვნები: კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მინიჭებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მინიჭებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ:
** რეზიუმე ქართულ ენაზე;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შემდეგ მეილზე: info@sist.ge.
დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მადლობა გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად ექნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
|
|
|
|