|
დასახელება:
საბურღი დანადგარების ტექნიკური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Construction Service
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას საბურღი დანადგარების ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი / ობიექტები
** სამუშაო დრო: სრული
** ანაზღაურება: კონკურენტული და კვალიფიკაციის შესაბამისი
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს http://cs.ge/
ფუნქცია-მოვალეობები:
** ვერტიკალური და ჰორიზონტალური საბურღი დანადგარების მექანიკური და ჰიდრავლიკური სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შეკეთება;
** გეგმური და არაგეგმური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) დაგეგმვა და პროცესის მართვა;
** ტექნიკური გაუმართაობის დროული დიაგნოსტირება და დაზიანებების აღმოფხვრა, რათა არ შეფერხდეს ოპერირების (ბურღვის) პროცესი;
** სარემონტო სამუშაოების კოორდინირება და სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა/მენეჯმენტი;
** შესრულებული ტექნიკური სამუშაოების დოკუმენტირება, სარემონტო ჟურნალებისა და შესაბამისი აღრიცხვის ფორმების ზუსტი წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მძიმე ტექნიკის ან/და საბურღი დანადგარების შეკეთებისა და მომსახურების პრაქტიკული გამოცდილება (ორივე მიმართულების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
** მექანიკისა და ჰიდრავლიკური სისტემების სპეციფიკაციებისა და მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სარემონტო პროცესების მართვისა და დაგეგმვის გამოცდილება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (ანახაზები, სერვისის რეპორტები, აღრიცხვის ფორმები) მუშაობის პრაქტიკული უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პრობლემების დამოუკიდებლად და ოპერატიულად მოგვარების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs@cs.ge
მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საბურღი დანადგარების ტექნიკური მენეჯერი".
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 577 078 883
ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ
თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cs.ge.
თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|