Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711464&print=yes&view=jobs
 
დაწყებითი კლასების მასწავლებლები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაწყებითი კლასების მასწავლებლები
მომწოდებელი: შვეიცარიული სკოლა თბილისში
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 08 აპრილი
"შვეიცარიული სკოლა თბილისში" აცხადებს მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს პირველი მიღებისთვის. ვეძებთ დაწყებითი საფეხურის მოტივირებულ და კვალიფიციურ მასწავლებლებს. სკოლა გთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო გარემოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

ლოკაცია: თბილისი, ც. დადიანი ქუჩა N30

1. მუსიკის მასწავლებელი
2. ინგლისური ენის მასწავლებელი
3. იტალიური ენის მასწავლებელი
4. ფრანგული ენის მასწავლებელი
5. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი
6. ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი
7. კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი
8. ჭადრაკის მასწავლებელი
9. ფრანგული ენის მასწავლებელი
10. დაწყებითი კომბინირებული (1-4 კლასის) მასწავლებელი


პოზიციისათვის აუცილებელი მოთხოვნები: კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებსა და ერთ-ერთ შემდეგ კრიტერიუმს:

** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მინიჭებით);
** უნდა ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მინიჭებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის გასვლის შემდეგ უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** უნდა იყოს სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გაგვიზიაროთ:

** რეზიუმე ქართულ ენაზე;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

შემდეგ მეილზე info@sist.ge. დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. მადლობა გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

აპლიკანტთა დოკუმენტაციის განხილვისას სრულად ექნება დაცული საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია