Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711453&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური საწყობის ოპერატორ-აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური საწყობის ოპერატორ-აღმრიცხველი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკური საწყობის ოპერატორ-აღმრიცხველის პოზიციაზე.

ტექნიკური საწყობის ოპერატორ-აღმრიცხველი პასუხისმგებელია ტექნიკური საწყობის მარაგების მიღებაზე, განთავსებაზე, აღრიცხვაზე, გაცემასა და შესაბამისი დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფაზე, რათა საწარმოს ტექნიკური მიმართულება შეუფერხებლად იყოს უზრუნველყოფილი საჭირო მასალებით, სათადარიგო ნაწილებითა და სხვა ტექნიკური რესურსებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური საწყობში მასალების, სათადარიგო ნაწილების, ხელსაწყოების და სხვა მარაგების მიღება, შემოწმება და სწორად განთავსება;
** მიღებული და გაცემული მარაგების სისტემური და ფიზიკური აღრიცხვა;
** ტექნიკური საწყობიდან მასალების გაცემა უფლებამოსილი მოთხოვნის საფუძველზე;
** საწყობში არსებული ნაშთების ყოველდღიური/პერიოდული კონტროლი;
** მარაგების კოდების, დასახელებებისა და რაოდენობების სიზუსტის დაცვა;
** დოკუმენტაციის გაფორმება და შესაბამის ჩანაწერების დროული წარმოება;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და ფაქტობრივი ნაშთების სისტემურ მონაცემებთან შედარება;
** დანაკლისის, ზედმეტობის, დაზიანების ან შეუსაბამობის შემთხვევების დაუყოვნებლივ დაფიქსირება და ინფორმირება;
** საწყობში წესრიგის, მარკირების და უსაფრთხო შენახვის პირობების დაცვა;
** ტექნიკურ და სხვა დაკავშირებულ დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება საწყობის, მარაგების აღრიცხვის ან მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია ტექნიკური მასალების, სათადარიგო ნაწილების ან ხელსაწყოების დასახელებების/სპეციფიკის საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** სასურველია საწყობის აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

უნარები:

** სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება საქმეზე;
** დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
** კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარი;
** ოპერატიულად მუშაობის უნარი.

საყურადღებოა:

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ონლაინ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
** პროფესიული უნარების და ექსელის ტესტი;
** შემაჯამებელი გასაუბრება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://georgiasnatural.selfrecruit.ge/df438a1a-7722-47a4-ac60-69c0930fc0f0

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტი"-ს მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდექსი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია