Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711452&print=yes&view=jobs
 
წარმოების ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ცვლის უფროსი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებას და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანული ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისის და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.

ჩვენი საექსპორტო ბაზარი, 40 ქვეყანას მოიცავს:აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე, ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე http://www.georgiasnatural.com ან Facebook გვერდზე georgias natural

"არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" ეძებს გუნდის ახალ წევრს წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.

წარმოების ცვლის უფროსის ძირითადი მიზანია საწარმოო ცვლის ეფექტიანი მართვა, სამუშაო პროცესების უწყვეტობის უზრუნველყოფა, თანამშრომელთა კოორდინაცია, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, ასევე წარმოების გეგმის დროული და სწორად შესრულების უზრუნველყოფა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე, 09:00-21:00

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო ცვლის ყოველდღიური მართვა და კოორდინაცია;
** ცვლაში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაოს განაწილება და ზედამხედველობა;
** წარმოების გეგმის შესრულების კონტროლი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით;
** საწარმოო პროცესში დისციპლინის, შიდა წესების, ტექნოლოგიური ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი;
** წარმოების შეფერხებების, ტექნიკური პრობლემებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ, ხარისხის, საწყობისა და სხვა ჩართულ დეპარტამენტებთან კოორდინაცია;
** ნედლეულის, დამხმარე მასალებისა და შეფუთვის მასალების სწორად და მიზნობრივად გამოყენების კონტროლი;
** წარმოების მიმდინარეობის, შეფერხებების, დანაკარგებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების მომზადება;
** პროდუქციის ხარისხის მოთხოვნების დაცვის მხარდაჭერა და გადახრების შემთხვევაში რეაგირება;
** ახალი თანამშრომლების სამუშაო პროცესში ჩართვისა და ადგილზე ინსტრუქტაჟის მხარდაჭერა;
** ცვლის ბოლოს შესრულებული სამუშაოების შეჯამება და მომდევნო ცვლისთვის ინფორმაციის სწორად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, ტექნიკურ, საინჟინრო ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება საწარმოო სფეროში, მათ შორის 1+ წელი ზედამხედველის/მენეჯერულ პოზიციაზე;
** წარმოების პროცესების, ხარისხის კონტროლის და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის, ლიდერობის და კომუნიკაციის მაღალი უნარები;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტისა და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

უნარები:

** ლიდერული უნარები;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ონლაინ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან;
** პროფესიული უნარების და ექსელის ტესტი;
** შემაჯამებელი გასაუბრება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს https://georgiasnatural.selfrecruit.ge/554b81d0-e6ad-46db-af76-01482478630a

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტი"-ს მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდესი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია