Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711443&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ სტაჟიორს მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

** მომსახურების პროცესში მენეჯერის მხარდაჭერა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგში ჩართულობა;
** მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
** სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
** პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 30 სთ)
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით
ანაზღაურება: 400- 500 ნეტ ლარი

თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია