Робота для біженців з України
მითერის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მითერის თანამშრომელი
მომწოდებელი: NEXT
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია "Next Property" ეძებს პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და კომუნიკაბელურ მითერის თანამშრომელს ოფისისთვის, ავლაბარში.

პოზიცია მოიცავს ოფისის გამართულ მუშაობაში ყოველდღიურ მხარდაჭერას, სტუმრების მიღებას, საოფისე პროცესების ორგანიზებას და თანამშრომლების დახმარებას ადმინისტრაციულ საკითხებში.
თუ ხართ ენერგიული, ყურადღებიანი, ორგანიზებული და გსიამოვნებთ ადამიანებთან ურთიერთობა, ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ლოკაცია: ავლაბარი, თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები

** ოფისში სტუმრების მიღება და ინფორმაციის სწორად მიწოდება
** შემოსული ზარების და მიმოწერის მართვა
** საოფისე გარემოს მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენარჩუნება
** ყოველდღიური ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
** თანამშრომლების მხარდაჭერა საორგანიზაციო საკითხებში
** საჭირო საოფისე ნივთების კონტროლი და მარაგების შევსებაზე ზრუნვა
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და აღრიცხვა
** შეხვედრების და სტუმრების ვიზიტების კოორდინაცია
** ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ და კომფორტულ გუნდს
** განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას

დამატებითი ინფორმაცია:

თუ გსურთ გახდეთ "Next Property"-ის გუნდის წევრი და იმუშაოთ დინამიკურ და მოწესრიგებულ გარემოში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე - a.parjanadze@nextgroup.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე