Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711431&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება B2B მარკეტინგში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება B2B მარკეტინგში
მომწოდებელი: SFB
გამოქვეყნდა: 31 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"SFB" გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას B2B მარკეტინგის მიმართულებით, სადაც მიიღებ შესაძლებლობას ისწავლო მარკეტინგის სრული ციკლი და პრაქტიკაში იმუშაო B2B სეგმენტზე.

სტაჟირების პროგრამა გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მუშაობს მარკეტინგი რეალურ ბიზნესში — როგორც კომუნიკაციის, ასევე სტრატეგიის დონეზე.

დამატებითი ინფორმაცია:

** ხანგრძლივობა: შეთანხმებით (საშუალოდ 3 თვე, გაგრძელების შესაძლებლობით 6 თვემდე)
** ლოკაცია: თბილისი

რას ისწავლი

სტაჟირების განმავლობაში ეტაპობრივად გაეცნობი და პრაქტიკაში გამოიყენებ მარკეტინგის სრულ ციკლს:

** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა (Research)
** მომხმარებელთა სეგმენტაცია (Segmentation)
** პროდუქტის/სერვისის პოზიციონირება (Positioning)
** ფასის განსაზღვრის პრინციპები (Pricing)
** კომუნიკაცია და პრომოცია (Promotion)
** განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა B2B მარკეტინგს, სადაც ისწავლი:
** როგორ ხდება ბიზნესკლიენტების იდენტიფიცირება
** როგორ მუშაობს მარკეტინგი გაყიდვებთან ერთად
** როგორ იქმნება ღირებულება კომპანიებისთვის და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის

რა გამოცდილებას მიიღებ

სტაჟირების პროცესში ჩაერთვები რეალურ სამუშაო პროცესში და იმუშავებ პრაქტიკულ ამოცანებზე:

** მარკეტინგული კვლევები და ანალიტიკა
** სეგმენტაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა
** მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** კონტენტის შექმნა და სოციალური მედიის არხების მართვა
** შიდა გუნდებთან (გაყიდვები, ოპერაციები) კომუნიკაცია

ეს გამოცდილება დაგეხმარება დაინახო, როგორ ერთიანდება სხვადასხვა კომპონენტი ერთ სისტემად — მარკეტინგად.

ვის ვეძებთ

** სტუდენტს ან კურსდამთავრებულს
** ადამიანს, რომელსაც აინტერესებს მარკეტინგი და ბიზნეს პროცესები
** აქვს ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური მსჯელობის უნარი
** არის დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული
** აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და განვითარების სურვილი

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — მნიშვნელოვანია სწავლის სურვილი და ჩართულობა.

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ პროექტებზე
** მენტორინგსა და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში
** პროფესიულ განვითარებას B2B მარკეტინგის მიმართულებით
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში — დასაქმების რეალურ შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე: hr@sfb.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია