|
დასახელება:
ავტომანქანების ქიმწმენდის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ტოპ-ოილ მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 31 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტო-ასისტენტის პოზიციაზე!
შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" ფუნქციონირებს იმერეთის ბაზარზე 2022 წლიდან, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საავტომობილო საზეთ-საპოხი საშუალებებისა და აქსესუარების ფართო არჩევანს, ასევე მაღალი ხარისხის ავტო სერვისს.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, შპს "ტოპ-ოილ მოტორსი", ავტომშენებლის ქ. N43.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების შესაბამისად.
"Top Oil Motors"-ში ვქმნით ახალ სერვისს — "შენი ავტომობილის პირადი ასისტენტი"
თუ გსურს დასაქმება პოზიციაზე, სადაც:
** კლიენტს დაეხმარები პრობლემის გადაჭრაში
** მართავ ავტომობილის სერვისის სრულ პროცესს
** გექნება კლიენტთან კომუნიკაცია და მიიღებ გადაწყვეტილებებს
მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი
** ავტომობილის ტრანსპორტირების ორგანიზება სერვისცენტრში
** სერვისის პროცესის კოორდინაცია
** კლიენტთან კომუნიკაცია (პრობლემის დიაგნოსტიკა)
** ხარისხისა და ვადების კონტროლი
მოთხოვნები:
** ძლიერი კომუნიკაცია
** პასუხისმგებლობა
** ორგანიზებულობა
** ავტო თემის საბაზისო ცოდნა — სასურველია
რას მიიღებ კომპანიისგან:
** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუსი
** განვითარება პროფესიულად
თუ გინდა იყო ის ადამიანი, ვისაც კლიენტი ენდობა — შემოგვიერთდი!
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში, გაინტერესებთ საავტომობილო ბიზნესი და გაქვთ სურვილი, განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი (CV) შემდეგ მისამართზე: topoilmotors2022@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995558343609
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|