|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჯეორჯიან პროდაქტს
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
დეკორატიული და სპეციალური ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products" (GEOP) წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და აქტიურად ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.
დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products" აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და უწყვეტ განვითარებაზე.
"Georgian Products" (GEOP) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საჭიროებებზე დაფუძნებული შესყიდვების გეგმისა და ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების კონტროლი
** შესყიდვების პროცესში არსებული რისკების შეფასება
** უცხოური და ადგილობრივი ბაზრის ანალიზი, ახალი მომწოდებლების მოძიება და პარტნიორული ქსელის გაფართოება
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება (ფასი, მიწოდების პირობები, პროდუქციის ხარისხი, გადახდის პირობები)
** შესყიდვების ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და შესრულების მონიტორინგი
** იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა და საბაჟო პროცედურების კოორდინაცია
** მარაგების კონტროლი და მჭიდრო კოორდინაცია საწყობის გუნდთან
** შესყიდვებთან დაკავშირებული რეპორტინგი და ანალიტიკა უშუალო ხელმძღვანელთან
** სხვა ამოცანების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვების პროცესთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ეკონომიკაში
** შესყიდვებისა და/ან ლოგისტიკის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სასურველია წარმოების სექტორში)
** ძლიერი ანალიტიკური და მოლაპარაკებების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებით სასურველია რუსული ან სხვა უცხო ენა)
** Microsoft Office-ის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** კვების უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: Hr@geopro.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "შესყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|