|
დასახელება:
მიმღები ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
შარდენ ვილა
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"Sharden Villa Boutique Hotel" — 22-ნომრიანი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში, ძველი თბილისის გულში, კოტე აფხაზის ქ. #42.
ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს — პოზიტიურ, კომუნიკაბელურ, მიზანდასახულ ადამიანს მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და გასტუმრება
** სტუმრებთან ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება
** სასტუმროს მართვის პროგრამაში (Otelms, რომელსაც ადგილზე შეგასწავლით) ჯავშნების მართვა, სტუმრების რეგისტრაცია და ინფორმაციის დამუშავება
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა გამართულ საკომუნიკაციო დონეზე (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს ანალოგიურ პოზიციაზე ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Gmail და სხვა)
ჩვენ გთავაზობთ:
** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს, 24-საათიანი ცვლა (10:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე)
** ანაზღაურება: 100 ლარი
** მაქსიმალური ხელშეწყობა კარიერული წინსვლისთვის
** თბილი და მეგობრული სამუშაო გარემო
** კვებით უზრუნველყოფა
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მიიღოთ ახალი გამოცდილება და გადადგათ ახალი ნაბიჯები კარიერული განვითარებისთვის, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.shardenvilla@gmail.com.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|